საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

განცხადება იმიტირებულ სასამრთლო პროცესებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი იწყებს განაცხადებების მიღებას საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად.

განაცხადის შემოტანა შეუძლია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის და სამართლის ბაკალავრიატის (გარდა 1-ლი და დამამთავრებელი სემესტრების) და მაგისტრატურის (გარდა დამამთავრებელი სემესტრის) პროგრამების სტუდენტებს.

საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში მონაწილე სტუდენტისთვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ გავლილი ჰქონდეს საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსი და ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (მაღალი დონის წერითი და ზეპირი კომპეტენციები თანაბრად სავალდებულოა).

განაცხადების მიღების ვადა იწურება 2022 წლის 12 ოქტომბრის 18:00 სთ-ზე.

დაგვიანებით მიღებული ან არასათანადოდ შევსებული განაცხადი არ განიხილება.

განცხადებების საფუძველზე შერჩეულ სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ გასაუბრების თარიღისა და ფორმატის შესახებ.
შევსებული განცხადება (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ili@tsu.ge, აუცილებლად მიუთითეთ საგანში: იმიტირებული პროცესები. 

თარიღი: 09/10/2022